ელენე ხოშტარია გალიდან გადმოსულებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვს

27 მარტი 2021, 15:20 1338 ნახვა

პოლიტიკური მოძრაობა "დროა" ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობისთვის დაწესებული კარანტინის გაუქმებას ითხოვს. ელენე ხოშტარია, ამბობს, რომ მოსახლეობა კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით ალტერნატიული და საფრთხის შემცველი გზით ცდილობს გადმოსვლას.

„დროას“ ხელმძღვანელი საკოორდინაციო საბჭოს მოუწოდებს გააუქმოს დაწესებული შეზღუდვა და 5 დღიანი იძულებითი კარანტინი, ვინაიდან მოსახლეობას აღარ მოუწიოს ჩუმად და ღირსების შემლახველ პირობებში ე.წ საზღვრის კვეთა. აქტივისტებმა დღეს ვიდეო მასალა გაასაჯაროვეს სადაც ჩანს ,როგორ ცდილობს ე.წ საზღვრის კვეთას მოქალაქე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი