დანიელსონის მეორედ ჩამოსვლის მოლოდინი

26 მარტი 2021, 20:08 1100 ნახვა

ოპოზიცია და ხელისუფლება კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მოლოდინში. ევროპელი მედიატორის საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლას პოლიტიკური ოპონენტები იმედით ელოდებიან, მაგრამ არც ერთი მხარე ცვლის თავის პოზიციას, რის გამოც რამდენიმე თეა შეთანხმებამდე ვერ მიდიან. ხელისუფლების ოპონენტებისთვის უცვლელ მოთხოვნად კვლავ რიგგარეშე არჩევნები და ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„ქართული ოცნება“ კი ვადამდელი არჩევნების საკითხის გადახედვას არ აპირებს, თუმცა იმედი აქვთ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩიც აცხადებს, რომ არსებობს შეთანხმების რეალური შესაძლებლობა, თუ ყველა მხარეს ექნება საჭირო ნაბიჯების გადადგმის გულწრფელი სურვილი.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი