თუ ყველა მხარეს ექნება გულწრფელი სურვილი მხარეები შეთანხმდებიან - ასე ფიქრობს ევროკავშირის ელჩი , რომელმაც დღეს თქვა, რომ მედიაციის პირველი რაუნდი იმედგაცრუება იყო. კრისტიან დანიელსონი პირველი, უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოში ისევ ბრუნდება, იმისთვის, რომ მხარეებმა საერთო ენა გამონახონ.
მოლაპარაკებების პროცესი მომავალი კვირიდან უნდა განახლდეს, ამ ფონზე კი ''ქართული ოცნებისა'' და ოპოზიციის პოზიციები არ შეცვლილა და ძალაშია მათი მოთხოვნები. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თუ ისევ ჩაიშლება მოლაპარაკებები, მაშინ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი.