ტორნადოს შეერთებულ შტატებში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ალაბამის შტატში სტიქია რამდენჯერმე დაფიქსირდა, დაინგრა საცხოვრებელი სახლები, წაიქცა ხეები და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ათობით ათას აბონენტს. სტიქიის ზონაში მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. 2 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად ავსტრალიაში. ახალი სამხრეთ უელსის შტატში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს. სტიქიის შედეგად დაიტბორა ქალაქები, განხორციელდა ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.