ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

25 მარტი 2021, 15:21 1675 ნახვა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე 60 წლამდე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ქობულეთში კიდევ ერთი ავარია მოხდა.  შემოვლით  გზაზე ავტომობილი განათების ბოძს დაეხაჯა, დაშავდა ავტომობილში მყოფი 2 ადამიანი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, მრავლობითი დაზიანებებით, ისინი კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორმა აჭარის მაუწყებელს უთხრა, რომ დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.   თვითმხილველების თქმით, აღნიშნულ  ადგილას ავარიები ხშირია, რადგან არ არის დამონტაჟებული ვიდეოკამერები და ავტომობილები  გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი