ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მმართველს, მიტროპოლიტ სტეფანეს პასუხობს და ამბობს, რომ მზადაა დნმ-ის ანალიზი ჩააბაროს. ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს მოუწოდებს, მიტროპოლიტ სტეფანეს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყოს.
ცოტა ხნის წინ ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ ხმაური იყო, პეტრე ცაავას მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მიტროპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდნენ.
პეტრე ცაავას მხარდამჭერების თქმით, მიტროპოლიტმა სტეფანემ ყოფილ მღვდელმთავარ პეტრე ცაავას დააბრალა, რომ შვილი ჰყავს და არაეკლესიურად ცხოვრობდა.