მულტიმილიარდელმა და ტესლა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ტესლას მარკის ელექტრომობილების შეძენა უკვე კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი. ახლა ტესლას შეძენა ბიტკოინებით შეგიძლიათ - წერს მასკი ტვიტერზე.
ტესლას ხელმძღვანელმა მილიარდნახევარი დოლარის ბიტკოინი შეიძინა, რომლის შემდეგაც უკვე მიმდინარე წელს კრიპტოვალუტით მისი ელექტრომობილების გაყიდვის დაწყების შესახებ განაცხადა. ჯერჯერობით ეს ხელმისაწვდომი მხოლოდ აშშ-ში იქნება.