საფრანგეთში 24 წლის სტუდენტი ასტრაზენეკით აცრის შემდეგ გარდაიცვალა

23 მარტი 2021, 17:49 29772 ნახვა

საფრანგეთში  ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ 24 წლის სტუდენტის გარდაცვალების მიზეზს იძიებენ.   ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარი ეხება ქალაქ ნანტის მკვიდრს სტუდენტ მედიკოსს,  რომელმაც ვაქცინა 8 მარტს გაიკეთა.  10 დღის შემდეგ იგი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედრის გაკვეთით დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი  თრომბით გამოწვეული  შინაგანი სისხლჩაქცევა გახდა.  

საფრანგეთმა ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება  15 მარტს შეაჩერა, თუმცა ასტრაზენეკას უსაფრთხოების შესახებ ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნის შემდეგ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა პრეპარატის გამოყენების განახლების შესახებ განაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი