პროკურატურამ კახა საბანაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

23 მარტი 2021, 11:06 817 ნახვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე, რის შესახებაც მედიაში ინფორმაცია გავრცელდა გამოძიება დაიწყო.

​"საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე. კერძოდ, პროკურატურის განმარტებით, ძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით"-აცხადებენ პროკურატურაში.

კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დღეს დატოვა და ამის შესახებ საზოაგდეობას სოციალური ქსელით აცნობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი