შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

22 მარტი 2021, 12:16 1090 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, ფაქტზე კი ერთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას საკუთარი ავტომანქანით უკანონო იარაღი გადაჰქონდა. პოლიციამ ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1 000-მდე საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი