ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“ კომენდანტის საათს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაციის დირექტორის, თქმით, გასაჩივრდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დარღვევათა კოდექსების ის ნორმები, რომლებიც აწესებს სანქციას იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევაზე.
ორგანიზაცია საჩივარს საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ შეიტანს, მანამდე კი დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.