ჩვენ 21-ე საუკუნის ომი ვაწარმოეთ და მტერი გავანადგურეთ. სომხური არმია აღარ არსებობს, ჩვენ ის გავანადგურეთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად შუშაში ჩავიდა და აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
მისი თქმით, გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ახალგაზრდებმა შეიტანეს.