ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

19 მარტი 2021, 14:35 1103 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც ვაქცინაციის შემდეგ დამძიმდა დღეს გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციასა და სიკვდილს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად, ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი