შეთანხმების ჩაშლა ოპოზიციის თვითმიზანი იყო - ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2021, 01:37 1074 ნახვა

სამწუხაროდ გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც ჩანს ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი, შეთანხმების არმიღწევა. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არ მიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, მათ შორის ისეთიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში.

მე ვგულისხმობ კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. გამოჩნდა, რომ ოპოზიციის თვითმიზანი იყო ამ მოლაპარაკების ჩაშლა, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია. ვიცით, რომ ეს სპექტრი, ყველას არ ვგულისხმობ, არის ერთი-ორი გამონაკლისი, მაგრამ ეს ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის ამ პირთა უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან, კონკრეტული პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან.

შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მათ ბუნებრივია, შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ, ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოოდ ჯამში შეთანხმება. თქვენ ნახეთ მათი გაღიზიანებული სახეები და გაღიზიანებული რიტორიკა, რაც არის ზუსტად იმის დასტური, რომ ყველამ დაინახა იქ ყველაფერი. ყველამ დაინახა ის, რომ ჩამშლელი იყო სწორედ ოპოზიცია, ეს არის მათი გაღიზიანების მიზეზი“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი