"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება

08 იანვარი 2025, 14:52 142 ნახვა

სანქციები ხელისუფლების მაღალჩინოსნების მისამართით, „დიფ სთეისი“, ურთიერთობა ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან-„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. ვრცელ მიმართვაში პარტია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებენ, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით, ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, „დიფ სთეითის“ ქსელის წევრია, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესებით, არამედ "გლობალური ომის პარტიის" კარნახით მოქმედებს.
მათ შორის, განცხადებაში მოხსენიებულია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელსაც „ოცნება" „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოვლინებას"უწოდებს.
მმართველი პარტიის მიმართვაში ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზეა საუბარი, ქართული ოცნება იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად- წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში