პარლამენტში 2003-2012 წლებში თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება 

09 იანვარი 2025, 18:05 136 ნახვა

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 2003-12 წლების დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას  შეისწავლის. განცხადება დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ   გააკეთა და წინა ხელისუფლება „სისხლიან რეჟიმად“ მოიხსენია.

მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლის:საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს; კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.

მამუკა მდინარაძის განცხადება შეაფასეს მხარეებმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში