საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია გაგრძელდება - ეკატერინე ტიკარაძე

18 მარტი 2021, 20:54 1126 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.

"დღეს ევროპის წამლის სააგენტოსგან სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ, რომ „ასტრაზენეკას“მიმართ გაკეთებული დასკვნა, რომლის თანახმადაც, ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს მეტი სარგებელი ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერდეს „ასტრაზენეკას“ მოხმარება. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ექსპერტმა ჯგუფმა საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი