ბაიდენის განცხადებას კრემლი გამოეხმაურა

18 მარტი 2021, 15:45 857 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ხმაურიან განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტისა და მთლიანად რუსეთის მისამართით  სერიოზული ბრალდებები   გააჟღერა. პესკოვის თქმით, მსგავსი განცხადებები ძალიან ცუდად აისახება ამერიკულ-რუსულ  ურთიერთობებზე. რაც შეეხება ბაიდენის განცხადებას, რომ რუსეთთან ურთიერთობებს იმ სფეროში შეინარჩუნებს, სადაც ამერიკული ინტერესები გადაიკვეთება, პესკოვმა აღნიშნა, რომ სწორედ რუსული მხარის მიდგომაზე იმსჯელებენ აშშ-ში რუსეთის ელჩთან, რომელიც  მოსკოვში გამოიწვიეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი