შეხვედრა “ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის

18 მარტი 2021, 12:09 702 ნახვა

მხარეები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ექვსპუნქტიან ჩარჩო დოკუმენტზე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. ოპოზიციის თქმით, აუცილებელია შეთანხმება მოხდეს ყველა საკითხზე. დეტალები ისევ არ კონკრეტდება, მაგრამ ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებები შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ დატოვებული გეგმის ყველა პუნქტს და მათ შორის არის პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემებიც. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები დღეს წარმატებით დასრულდება. ირაკლი კობახიძის განცხადებების ძირითადი ნაწილი კვლავ ოპოზიციონერების კრიტიკას დაეთმო. მან თქვა, რომ ოპოზიციამ გაუთქმელობის პირობაც დაარღვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი