შეშფოთების მიზეზია ბოლო მოვლენები, გვსურს, ეს დავა გადაწყდეს და საქართველოს ჰქონდეს ქმედითი პარლამენტი - იენს სტოლტენბერგი

17 მარტი 2021, 18:30 770 ნახვა

შეშფოთების მიზეზია ბოლო მოვლენები, მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება, გვსურს, ეს დავა გადაწყდეს და საქართველოს ჰქონდეს ქმედითი პარლამენტი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ნატო არის ალიანსი, რომელიც მთავარ ღირებულებებს ეფუძნება. ესენია კანონის უზენაესობა, დემოკრატია, თავისუფლება. ეს ღირებულებები მნიშვნელოვნია ნატო-ს ყველა წევრისთვის. სწორედ ამიტომ მივესალმებით საქართვლოს ძალისხმევას და პროგრესს, რომელსაც ამ ქვეყანამ მიაღწია. როდესაც ეს ეხება დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებას, რეფორმების ამოქმედებას და სხვადასხვა ინსტიტუტების მოდერნიზაციას, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში და ასევე, მართლმსაჯულების სფეროში, რაც ბოლო წლებში მოხდა. ნატო და ალიანსის წევრები ამ ძალისხმევას წლებია, მხარს უჭერენ. ეს არის ასევე ნატო-ს წევრების შეშფოთების მიზეზი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო. მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს დავა და სირთულეები გადაწყდება და შემდეგ გამოინახება გზა, რომ საქართველომ განაგრძოს რეფორმების ამოქმედება და მას ჰქონდეს ქმედითი პარლამენტი. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას და ეს საკითხი ასევე განვიხილეთ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრთან. ასევე, ამ საკითხს ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც წამოწევენ დღეს, მოგვიანებით დაგეგმილ შეხვედრებზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის განცხადებით, საჭიროა ოპოზიციასთან თანამშრომლობა რათა საერთო ენა და გამოსავალი მოიძებნოს. 

"ჩვენი ახლო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ არ ვარიდებთ თავს რთულ დისკუსიებს. ბოლო პოლიტიკური მოვლენები საქართველოში შემაშფოთებელია და ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ის ასე გულმოდგინედ მუშაობდა ბოლო წლებში. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოების დაძლევას დიალოგის გზით და აარიდებს თავს განხეთქილების რიტორიკას და ქმედებებს.

ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას. პრემიერ-მინისტრო, მე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა საერთო ენა და გამოსავალი მოიძებნოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი