დღეს შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული - კობახიძე

17 მარტი 2021, 16:16 668 ნახვა

პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული.

ირაკლი კობახიძეს ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია და სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. 

''დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცით სავარაუდო, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. ველოდებით რა თქმა უნდა შეხვედრას, დანარჩენს შემდეგ გეტყვით'' - განაცხადა კობახიძემ.  

ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი  ''ქართული ოცნებისა'' და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი