მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 121 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა უორლდმეტერსი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 მილიონ 681 ათას 768 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 97 მილიონ 768 ათას 814 შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 20 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.