შემდეგი არჩევნები გაიმართება 2024 წელს - ირაკლი ღარიბაშვილი

16 მარტი 2021, 18:33 911 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მასზე არ არის დამოკიდებული იქნება თუ არა განმეორებითი არჩევნები.

"კონსტიტუციაში ნათლად არის ჩაწერილი ეს ყველაფერი. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა - ეუთოს, ოდირმა და ა.შ აღიარეს რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და გამჭვირვალე იყო. შემდეგი არჩევნები გაიმართება 2024 წელს" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

''ჩემი გადასაწყვეტი არ არის გადავწყვიტოთ დაინიშნება თუ არა ახალი არჩევნები საქართველოში, უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ ეუთომ ჩათვალა ეს არჩევნები თავისუფალად და სამართლიანად – ამის შესახებ კი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი