ჯანმო ქვეყნებს "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

16 მარტი 2021, 11:48 789 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის მტკიცებულება არ არსებობს. "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრებს განაგრძობს ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები. ზოგიერთმა სახელმწიფომ კი გამოყენება დროებით მას შემდეგ შეაჩერა, რაც ევროპის წამლის სააგენტომ "ასტრაზენეკას" ვაქცინის გვერდით მოვლენებზე კვლევა დაიწყო. ბოლო 24 საათში, წელს კოვიდ ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა თურქეთში. კორონავირუსი დაუდასტურდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში