კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს დღესაც გააგრძელებს

16 მარტი 2021, 11:46 838 ნახვა

საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ბრიუსელსა და თბილისში აქტიურად მსჯელობენ. უცხოელი მედიატორის მოლაპარაკებების მე-5 დღე დაიწყო. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის ძიებაში შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში ისევ რჩება, როგორც ამბობს, იქამდე, ვიდრე მხარეთა პოზიციებს  არ დაახლოებს. განსხვავებული განცხადებები გააკეთეს უმრავლესობის წევრებმა გუშინ, დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ. არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია. „რადიკალურად განსხვავებული პოზიციების გამო“ კი დისკუსიების სირთულეზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ. ოპოზიცია დღესაც მოლაპარაკებების მოლოდინშია. კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კელი დეგნანთან ერთად უკვე მივიდა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი