დღეს ქართული არტილერიის დღეა და 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამწყობრო მოედანზე შეკრებილ არტილერისტებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას არტილერიის შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. არტილერიის დღე დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადაშიც აღინიშნა.