კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

15 მარტი 2021, 14:48 1041 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციონერი ლიდერების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა. დანიელსონმა ათონელის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა.​

მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაცია გაავრცელა. 

''საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა, რომელიც მე-4 დღეა საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ორბელიანების სასახლეში გამართულ მეორე შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს'' - წერია ინფორმაციაში. 

დანიელსონს საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა განაცხადა, რომ თბილისში რჩება და მოლაპარაკების პროცესს გააგრძელებს.

დღეს დილიდან მან შეხვედრა გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. როგორც დანიელსონმა აღნიშნა, დღის განმავლობაში შეხვედრები კიდევ გაიმართება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი