ბათუმში, 6 ათას 258 ბენეფიციარზე სასურსათო კალათის გაცემა ხვალიდან დაიწყება. ბენეფიციარებისთვის 13 დასახელების პროდუქტია გათვლილი. ერთ თვიანი სასურსათო კალათა, ერთ მოქალაქეზე 54 ლარს შეადგენს.
მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, პროდუქტის გაცემა სოციალური დისტანციის დაცვით მოხდება, რის გამოც სოციალურად დაუცველებისთვის პროდუქტის გაცემა 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებისთვის ჯამში მერიის ბიუჯეტიდან ერთი წლის განმავლობაში 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
ცნობისთვის, ბათუმში 6 სოციალურ სასადილოს პანდემიის გამო მუშაობა 9 თვის განმავლობაში შეჩერებული ქონდათ.