იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზების შემთხვევებმა იმატა

12 მარტი 2021, 17:45 1064 ნახვა

იტალიაში სააღდგომოდ შაბათ-კვირას  საყოველთაო „ლოქდაუნის“ გამოცხადებას აპირებენ.  3 აპრილიდან 5 აპრილამდე ყველა არასასურსათო მაღაზია დაიხურება, იტალიელებს კი სახლებიდან გასვლა მხოლოდ სამსახურში წასვლის ან სხვა გადაუდებელი მიზეზის შემთხვევაში ექნებათ.

 იტალიის ზოგიერთ რაიონში კი კორონავირუსით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატების გამო  შესაძლოა, ორშაბათიდან სრული „ლოქდაუნი“ დაწესდეს.

იტალიაში, მიმდინარე კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევებმა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით მოიმატა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში