მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით - ირაკლი კობახიძე

12 მარტი 2021, 17:28 759 ნახვა

მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით, განიხილება ყველა რაციონალური წინადადება - ამის შესახებ ​''ქართული ოცნების'' ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  

მისი თქმით, შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. 

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ არ უპასუხა კითხვებს, იყო თუ არა საუბარი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. 

​''მმართველი პარტია, რომელსაც გათვითცნობიერებული აქვს თავისი  პასუხისმგებლობა საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს. 

რაც შეეხება დიალოგის დეტალებს, ჩვენ შეთანხმებაც გვაქვს პარტნიორებთან, ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება განცხადება. უახლოესი დღეების განმავლობაში გაგრძელდება საუბრები და მას შემდეგ რაც დასრულდება გავაკეთებთ დეტალებზე კომენტარს. საზოგადოება პასუხს ელოდება უკვე დიდი ხანია და რამდენიმე დღესაც, ალბათ, დაგვაცდიან. ვიტყვით რა იყო მხარეების პოზიციები და როგორ დასრულდა საბოლოო ჯამში მოლაპარაკება. 

ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. განიხილება ყველა რაციონალური წინადადება. ეს არის ჩვენი პოზიცია. გარწმუნებთ, რომ ''ქართული ოცნება'' იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. ვიცით, რომ მხარეებს აქვთ თავიანთი პოზიციები, ამას სჭირდება დაახლოება, რომ შეთანხმება შედგეს. ამ დაახლოებისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს სამართლებრივ პრინციპებს და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება

მე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარ განცხადებას, რომელიც პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მიანიშნებს მოლაპარაკებების და დიალოგის დეტალებზე, ჩვენ არ გავაკეთებთ. იქ იყო საუბარი წითელ ხაზებზე, ყვითელ ხაზებზე, თუ ლურჯ ხაზებზე, ამაზეც ვერ გავაკეთებ ვერანაირ განცხადებას, იმიტომ, რომ ესეც არის დიალოგის დეტალები'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი