ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში - ეს კომენტარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა გააკეთა.
''ევროკავშირისთვის უმიშვნელოვანესია მედიის და გამოხატვის თავისუფლება. ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც. რაც შეეხება კერძო შემთხვევებს ამაზე კომენტარს ვერ ვაკეთებ, რადგან სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში'' - განაცხადა ''ტვ პირველის'' ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დიპლომატმა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა.