ევროკომისიამ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა დაამტკიცა

12 მარტი 2021, 11:51 2712 ნახვა

ევროკომისიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა საბოლოოდ დაამტკიცა.  ვაქცინის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში უკვე შესაძლებელია. „მეტი უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა ჩნდება ბაზარზე. ახლახანს ევროკავშირში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გავეცით“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისიის პრეზიდენტმა.  მანამდე აღნიშნული პრეპარატი ევროპის წამლის სააგენტომ დაამტკიცა. „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ გახდა მეოთხე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებენ. აღნიშნული ვაქცინა სხვა დამტკიცებული ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ აცრის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი