ბათუმის მერია ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავების საკითხზე მუშაობს, მასში უნდა აისახოს ველომომხმარებლების საჭიროებები, ასევე ინფრასტრუქტურასა და დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
მერიის ინფორმაციით, ველოსიპედით გადაადგილების პირობების გაუმჯობესების საკითხზე საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
ველოტრანსპორტის მოყვარულები მუნიციპალური ველოსიპედებით სარგებლობას განახლებული ჯი-პი-ეს სისტემით შეძლებენ.