"TV პირველი" სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს, ჯერ ქვეყნის შიგნით, საჭიროების შემთხვევაში კი სტრასბურგსაც მიმართავს. სპეციალურ ბრიფინგზე კომპანიის დამფუძნებელმა პროცესებში ჩართვისკენ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა.
„ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ. მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება და რეაქცია.“ - განაცხადა ვატო წერეთელმა.
ამ წუთებში კი ტელეკომპანიის შენობასთან მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.