ქედაში, 9 აპრილის ქუჩაზე მინი სტადიონის მშენებლობა დაიწყო, იგი ეკომიგრანტთა საცხოვრებელთან მოეწყობა. ქედის მერიაში ამბობენ, რომ მშენებლობა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაიგეგმა. სამუშაოებს ტენდერში გამარკვებული კომპანია 84 ათას ლარად ახორციელებს და იგი მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს. წელს დაგეგმილია სოფელ წონიარისის სტადიონის რეაბილიტაციაც.