ქობულეთში, კირიონ მეორის სახელობის სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა

10 მარტი 2021, 22:51 2368 ნახვა

ქობულეთის, წმიდა კირიონ მეორის სახელობის სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. სკოლაში 370 მოსწავლე სწავლობს.

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსი სკოლის ორ პედაგოგს და ორ მოსწავლეს დღეს დაუდასტურდა. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. 

სკოლის დირექტორის მოადგილე ვახო ქობულაძის თქმით, ვირუსის დაფიქსირების გამო, დროებით სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

„თავიდან ერთ  პედაგოგს დაუფიქსირდა კოვიდი, რომელმაც  სკოლის ადმინისტრაციას აცნობა და საქმის კურსში ჩააყენა.  შემდეგ მეორე მასწავლებელსაც დაუდასტურდა კოვიდი. ასევე დაინფიცირდა, პირველი და მე-7 კლასის მოსწავლეები, მათ არანაირი გართულებული სიმპტომები არ გააჩნიათ. დღეს, სკოლის 50-პედაგოგს, პრევენციის მიზნით, კოვიდ ვირუსზე PCR და სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ“, - აცხადებს ვახო ქობულაძე.

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელ მადონა გოგიტიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, როცა დასტაბულურდება სკოლას მიეცემა საშუალება სრულად დაუბრუნდეს  სწავლებას.

"კონტაქტირებულ პირების ნაწილი უკვე თვითიზოლაციაში გადავიდა. კიდევ მოხდება გადამოწმება და ამის მერე თუ საბოლოოდ ყველაფერი წესრიგში იქნება, სკოლას მიეცემა შესაძლებლობა, სრულად დაუბრუნდეს სწავლებას. ხვალიდან საზოგადოებრივი ჯანდაცა მიმართავს სკოლას ოფიციალური სარეკომენდაციო წერილით და სკოლა იმოქმედებს ჯანდაცვის მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად“ - აცხადებს მადონა გოგიტიძე.

სკოლის ადმინისტრაციამ, მოსწავლეებს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დისტანციური რეჟიმი 11 მარტიდან, 22 მარტამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, აღნიშნულ სასულიერო სკოლას, საჯარო სკოლების მსგავსად არ გამოუყენებია საგაზაფხულო არდადეგები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი