ჯანმო-ს განცხადება

10 მარტი 2021, 17:50 1410 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წინა კვირასთან შედარებით მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა ორი პროცენტით მოიმატა. ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი ტემპი ბრაზილიაშია. ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა აღმოსავლეთ ევროპაშიც.

ჩეხეთში პანდემიის მესამე ტალღაა. ქვეყანაში მოქმედებს მკაცრი კარანტინი. მთავრობამ დახმარების თხოვნით მიმართა მეზობელ სახელმწიფოებს.

ეპიდემიოლოგიური მდგომაროება კვლავ რთულია საფრანგეთსა და იტალიაში. დიდი ბრიტანეთში, გერმანიაში და ესპანეთში ვირუსის გავრცელების ტემპი კი იკლებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში