მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 118 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა უორლდმეტერსი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 621 047 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 93.8 მილიონს შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 21.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.