სამხედრო ბაზაზე აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

09 მარტი 2021, 11:57 825 ნახვა

​ეკვატორულ გვიანეაში, სამხედრო ბაზაზე არსებულ საცავში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 98-ს მიაღწია. დაშავებულთა რიცხვი კი 600-ს აღემატება. მათ შორის 300-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარი დაუდევრობად შეაფასა და დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში