შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის

09 მარტი 2021, 11:54 956 ნახვა

საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით პირადი წარმომადგენლის სახით კრისტიან დანიელსონს გზავნის ევროპის საბჭოს პრეზიდენტი.როგორც ევროპული საბჭოს განცხადებაში წერია, შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა. დანიელსონმა პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგში უნდა მიიღოს მონაწილეობა კარლ ჰარცელთან ერთად. ასევე აღნიშნულია, რომ  პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ყველა პოლიტიკურ სუბიექტს დიალოგში აქტიურად ჩართულობისკენ მოუწოდებს, რათა შეთანხმება შედგეს, რაც სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოსთვის პრო-ევროპულ გზაზე წარმატებით სვლისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ქართულ ოპოზიციურ სპექტრში საკითხი, რომელზეც შეტანმხებას ვერ აღწევენ, რიგგარეშე არჩევნებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი