ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

08 მარტი 2021, 17:39 3741 ნახვა

ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა. დაპირისპირების დროს ჩამოინგრა რეზიდენციის აივნის ხის მოაჯირი, რის გამოც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. ვიდეომასალა "TV პირველმა" გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად არიან დაშავებულები მათ შორის, "რუსთავი2-ის", "ტვ პირველისა" და "ფორმულას" ოპერატორები.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა, სადაც განიხილებოდა ორი სასულიერო პირის - დიაკვნების კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხი. მიტროპოლიტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დიაკვნებმა ეპარქიის ახალ მღვდელმთავართან ერთად მსახურებაზე უარი განაცხადეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი