კურორტ გოდერძიზე საბაგიროები გაიხსნა

08 მარტი 2021, 16:33 791 ნახვა

დღეიდან, კურორტზე "გოდერძი" სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, სტუმრებს საბაგიროებით შეუძლიათ ისარგებლონ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათვე ცნობით, რეგულაციების მიხედვით, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა შესაძლებელი.

"ამ ეტაპზე კურორტზე ბაბლისა და გონდოლას ტიპის საბაგიროები ფუნქციონირებს. რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებმა კურორტზე ფუნქციონირება 25 თებერვლიდან განაახლეს. დღეის მონაცემებით, კურორტ გოდერძიზე 3 სასტუმრო და რამდენიმე კოტეჯი ღებულობს სტუმრებს. მათ შორისაა ახლადგახსნილი სასტუმრო "ამბასადორი გოდერძი", რომელშიც რესტორანი, ღამის კლუბი და აუზი ფუნქციონირებს. სტუმრებს ღებულობს, სოფელ დანისპარაულში კურორტიდან 3 კმ-ში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლებიც"- აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი