"აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნები ნეიტრალურად გააშუქა" - ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში

06 მარტი 2021, 14:41 1872 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ, გასული წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ნეიტრალურად გააშუქა. აღნიშნულია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში, რომელიც საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნდა.

"ორივე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 1 არხმა და აჭარის ტელევიზიამ არჩევნებში მონაწილე სუბიექტები უზრუნველყვეს შესატყვისი მოცულობითა და ძირითადად ნეიტრალური გაშუქებით.

კერძოდ, "ქართულმა ოცნებამ" მთლიანი გაშუქების 18% მიიღო 1 არხზე, და 17% აჭარა ტვ-ზე, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 13-13% ორივე არხზე თანაბრად, "ევროპულმა საქართველომ" 8 და 6% შესაბამისად, ხოლო "ლელომ" 4-4% თანაბრად ორივე არხზე.

ამასთანავე ორივე არხმა შემოგვთავაზა სამთავრობო აქტივობების ფართო გაშუქება, მთლიანი შინაარსის 22% 1 არხმა, 18% აჭარის ტელევიზიამ. 

ამასთან, თუკი 1 არხის საინფორმაციო გამოშვებებმა არჩევნების მონაწილე დანარჩენი სუბიექტების გაშუქებას შინაარსის 24% დაუთმეს, აჭარის ტელევიზია უფრო მეტად იყო ფოკუსირებული ადგილობრივ მოვლენებზე და სხვა პარტიების კამპანიები შეზღუდულად გააშუქა, აჭარის მთავრობის აქტივობებს კი 18% დაუთმო",- აღნიშნულია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი