ქედაში, სოფელ ზვარეს მოსახლეობა დაზიანებული სტადიონის რეაბილიტაციას ითხოვს. სპორტული მოედნის ინფრასტრუქტურა მწყობრიდანაა გამოსული, მინდვრის საფარი კი ყოველი გაწვიმებისას იტბორება. სტადიონით საჯარო სკოლის მოსწავლეებიც სარგებლობენ.
მათ სპორტის გაკვეთილები, კარგი ამინდის დროს, ეზოში უტარდებათ. ქედის მერიის ინფორმაციით, წელს სტადიონების რეაბილიტაციისთვის 250 ათასი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება სოფელ ზვარეში არსებულ სტადიონს, მერიაში ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში საპროექტო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც მშენებლობა დაიგეგმება.