სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა ახალ ზელანდიაში. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 8 მაგნიტუდას გადააჭარბა. თავდაპირველად არსებობდა ცუნამის საშიშროება, თუმცა ამის შესახებ გაფრთხილება უკვე გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სანაპიროზე გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრს მიაღწიოს. მიწისძვრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.