ირანმა მისი ყველაზე დიდი დრონი წარმოადგინა

27 იანვარი 2025, 09:05 149 ნახვა

ირანმა წარმოადგინა ყველაზე დიდი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც "ღაზა" უწოდა პალესტინის ამ სექტორის პატივსაცემად, რომელიც 15 თვის ომის შედეგად სრულად განადგურებულია. ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მთავარმა სარდალმა და საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურმა დაათვალიერეს  დრონი.

მათი თქმით,  მას შეუძლია 12-მდე ბომბის გადატანა და მისი გამოყენება სასაზღვრო ოპერაციებში იგეგმება. 

ისრაელის სამხედრო კამპანიამ ღაზაში 47 ათასზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა-ამ მონაცემებს პალესტინის  ჯანდაცვის ორგანოები ავრცელებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში