არჩევნები ბელარუსში - გამოხმაურება

26 იანვარი 2025, 14:50 135 ნახვა

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. კაია  კალასის განცხადებით, ლუკაშენკოს არჩევნები ფიქტიურია და მას ლეგიტიმაცია არ აქვს. აღნიშნა, რომ ლუკაშენკო ხელისუფლებას 30 წელიწადია ინარჩუნებს და კიდევ ერთხელ დაინიშნავს თავს მორიგი ყალბი არჩევნებით. კალასის თქმით, ეს დემოკრატიის აშკარა დაცინვაა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში