ათასზე მეტი მიგრანტი, მათ შორის რამდენიმე ვენესუელელი, სამხრეთ მექსიკის ქალაქ ტაპაჩულიდან შეერთებული შტატებისკენ გაემგზავრა იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მათი განაცხადები თავშესაფრის თხოვნით შესახებ გაუქმდა. მიგრანტები აცხადებენ, რომ ახალი საიმიგრაციო წესების ამოქმედების შემდეგ ისინი ვეღარ სარგებლობენ უფასო მგზავრობის უფლებით.
აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა არალეგალური მიგრაციის გამო ეროვნულო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ფართომასშტაბური რეპრესიული ზომები დააწესა მას შემდეგ, რაც გასულ ორშაბათს თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
ტრამპმა შეიარაღებულ ძალებს დაავალა დაეხმარონ საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, აკრძალვა დააწესა თავშესაფრის მინიჭებაზე და მიიღო ზომები აშშ-ს მიწაზე დაბადებული ბავშვებისთვის მოქალაქეობის შეზღუდვის მიზნით.