მოსკოვს ვაშინგტონისგან ჯერ არ მიუღია სიგნალები პუტინ- ტრამპს შორის შესაძლო მომავალ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ შეხვედრის შესაძლებლობას, როგორც წესი, სახელმწიფოს მეთაურები განიხილავენ იმ დროს, როცა მიზანშეწონილად მიაჩნიათ მოლაპარაკებების ორგანიზება.
პესკოვის თქმით, რუსულ მხარე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას ინარჩუნებს.