ავიაკატასტროფას თურქეთში 11 სამხედრო ემსხვერპლა. სამხედრო ვერტმფრენი ბითლისის პროვინციაში ჩამოვარდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენი ბინგიოლიდან ტატვანში მიემართებოდა. ადგილზე 9 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი საავადმყოფოში. დაშავდა ორი ჯარისკაცი. ავიაკატასტროფის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.